Accentnews.ge
"ეს არის ბოლო არჩევნები 2024 წლამდე"

"ეს არის ბოლო არჩევნები 2024 წლამდე"

02/10/2021 13:24:23 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ბოლო არჩევნები 2024 წლამდე.

"შეგახსენებთ, რომ ეს არის ბოლო არჩევნები 2024 წლამდე. სულ რაღაც სამი საათი გვაშორებს საბოლოო გამარჯვებამდე, ამიტომ მინდა ჩვენს მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ ბოლომდე მტკიცედ მივიყვანოთ ეს დარჩენილი დროც, დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი და შევიტანოთ ჩვენი წვლილი ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. თითოეული ჩვენგანის საერთო გამარჯვებაში. ბოლოს მე მინდა ვთქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც რეფერენდუმი. ეს დღე გახდა რეფერენდუმი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელსაც ქართული საზოგადოება დღეს თავის პოლიტიკურ განაჩენს საბოლოოდ გამოუტანს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S