Accentnews.ge
"სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოში ყველა წესისა და პროცედურის დაცვით შემოვიდა"

"სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოში ყველა წესისა და პროცედურის დაცვით შემოვიდა"

02/10/2021 13:47:42 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ციხეში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. საპატიმროს დატოვების შემდეგ ბოკუჩავამ შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა, მათ შორის იმაზე, თუ როგორ შემოვიდა სააკაშვილი ქვეყანაში.

"მან თქვა, რომ ის შემოვიდა ყველა წესისა და პროცედურის დაცვის, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარს ის არ თვლის მიზანშეწონილად", - აღნიშნა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ექს–პრეზიდენტი შიმშილობას აგრძელებს.

პირველ ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. დააკავეს ის პირიც, ვის ბინაშიც სააკაშვილი თბილისში იმყოფებოდა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S