Accentnews.ge
რუსთავისა და თბილისის რამდენიმე საარჩევნო უბანზე შუქი ჩაქრა

რუსთავისა და თბილისის რამდენიმე საარჩევნო უბანზე შუქი ჩაქრა

02/10/2021 15:12:03 პოლიტიკა

რუსთავსა და თბილისში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია გამოირთო. ინფორმაციას მედია და ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ.

“ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება მე-14 და მე-15 საარჩევნო უბნებს ავარიული შემთხვევის გამო შეუწყდათ.

„ამ დროისთვის, ელექტროენერგია არ მიწოდება მხოლოდ მე-14 და მე-15 საარჩევნო უბნებს. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში, მალე მოხდება ალტერნატიულ ელექტროგადამცემ ხაზზე გადართვა და მიეწოდება ელექტროენერგია აღნიშნულ უბნებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საირმის ქუჩაზე გახსნილ რამდენიმე უბანზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. “თელასში” ადასტურებენ, რომ პრობლემა მართლაც შეიქმნა, რის შემდეგაც უბნები ალტერნატიულ ხაზზე გადართეს და ელექტროენერგიის მიწოდება მოგვიანებით აღდგა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა. ეს 1 446 218 ადამიანია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S