Accentnews.ge
"რუსთავში ჩასულია მერაბიშვილი და არის პროვოკაციების რისკი, მნიშვნელოვანია, ეს დღე ბოლომდე მშვიდობიანად მივიდეს"

"რუსთავში ჩასულია მერაბიშვილი და არის პროვოკაციების რისკი, მნიშვნელოვანია, ეს დღე ბოლომდე მშვიდობიანად მივიდეს"

02/10/2021 15:03:53 პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობა“ ხედავს, რომ არჩევნებს აგებს, მათი მხარდამჭერების მობილიზება ხდება.

როგორც პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რუსთავში ჩასულია ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, ლევან ხაბეიშვილი, დევი ჭანკოტაძე და არის რისკი იმისა, რომ გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი.

მისივე თქმით, დმანისში, სოფელ ინგაჩაიში კახა ოქრიაშვილი ტელევიზიებთან ერთად მიემგზავრება და იქაც პროვოკაციის რისკია.

„უბნებთან ცხრა ინციდენტი დაფიქსირდა და ცხრავე ამოწურულია. ყველა ინციდენტი სიტყვიერი შელაპარაკების დონეზე მიმდინარეობდა. მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რაც შეიძლება თავშეკავებული იყვნენ. მნიშვნელოვანია ეს დღე ბოლომდე მშვიდობიანად მივიდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა. ეს 1 446 218 ადამიანია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S