მდინარაძე – სავარაუდო მოსყიდვაზე: "ქმარმა ცოლს გადააწოდა თანხა"
02/10/2021 15:43:38 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მედიაში გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, რომელზეც თანხის ხელიდან ხელში გადაცემის ორი ფაქტია ასახული.
მდინარაძე ამტკიცებს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვას ადგილი არ ჰქონია და ერთ შემთხვევაში, ცოლმა ქმარს გადასცა თანხა, მეორე შემთხვევაში კი პირიქით - ქმარმა ცოლს.
"ვნახეთ ორი ფაქტი, სადაც დაფიქსირდა ხელიდან ხელში თანხის გადაცემის ფაქტი. ერთ შეთხვევაში ქმარმა მეუღლეს, ცოლს გადააწოდა თანხა, მეორე შემთხვევაში, ბათუმში, ქმარმა გადააწოდა ცოლს თანხა. ესეც უტყუარად არის დადასტურებული, შეუძლიათ თქვენს კოლეგებს მოიძიონ მათი ნათესაური კავშირი. ესეც იყო უტრირებული მაგალითები, რომ თითქოს, ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი", - თქვა მამუკა მდინარაძემ.


