„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ცენტრი – დედაქალაქი პირწმინდად წააგო“
02/10/2021 16:04:59 პოლიტიკა
ენმ–ის თავმჯდმარის ნიკა მელიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ბილისი წააგო, ხოლო მერის არჩევნების ნაწილში მეორე ტური გაიმარება.
„უკვე თამამად შეგვიძლია, ვქვათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ცენტრი – დედაქალაქი პირწმინდად წააგო და საკრებულო იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ დაკომპლექტებული. ვიხილეთ შედეგები მერის არჩევნების ნაწილში – აქ, რა თქმა უნდა, გაიმართება მეორე ტური. ახლა მთავარია, თიოეული ხმა დავიცვათ, არ მივცეთ მანიპულაციების შესაძლებლობა“,– განაცხადა მელიამ.
"გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, თბილისში ოპოზიციამ გაიმარჯვა, თუმცა ჯამში არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარებულა:
"მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა დედაქალაქში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, მე არ ვთვლი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში. ის რაც ხდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში და დღეს, დღის განმავლობაში, ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ არჩევნები ყალბდებოდა მასიურად და ამის ბევრი ფაქტი არსებობს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც დასავლეთიდან არიან ჩამოსულები, ისინი შესაბამის შეფასებას გააკეთებენ. ახლა მნიშვნელოვანია დილამდე დავიცვათ ყველა ხმა, რომ არ მოხდეს კიდევ რაღაცების ჩასწორება. მე ეჭვი მაქვს, რომ ეგზიტპოლის შედეგებში, ადამიანებს შეეშინდათ თავისი რეალური არჩევანის თქმა და ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება ეს შედეგებიც კი გადაიხაროს ოპოზიციის მხარეს".
იხილეთ ასევე: Edison Research-ის ეგზიტპოლი: კალაძე - 43%, მელია - 39%
„იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია


