Edison Research-ის ეგზიტპოლი: "ოცნება" - 46%; ენმ - 33%; გახარიას პარტია - 6%
02/10/2021 16:28:42 პოლიტიკა
Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში საქართველოს მასშტაბით, 18:00 საათისთვის ასე გადანაწილდა:
- "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" N41 - 46%;
- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" N5 - 33%
- "საქართველოსთვის" - N25 - 6%
- "ევროპული საქართველო" - 2%
- "გირჩი" - 2%
- "მესამე ძალა" N1 - 1%
კომპანიამ ეგზიტპოლი "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა.


