Accentnews.ge
უგულავა: „დიდი ეპოქა იწყება, მათ შორის, ფოთში“

უგულავა: „დიდი ეპოქა იწყება, მათ შორის, ფოთში“

02/10/2021 17:22:50 პოლიტიკა

ფოთის მერობის კანდიდატის გიგი უგულავას ინფორმაციით, ფოთში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

„მიმდინარეობს დათვლა, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, მერის ნაწილში მეორე ტური გვექნება. დანარჩენი დამოკიდებულია, როგორ იმუშავებენ ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე. მინდა, გავამხნევო ისინი. ჩვენ შთამბეჭდავი შედეგი გვაქვს. გამარჯვებამდე ძალიან პატარა ნაბიჯია დარჩენილი: მთელს საქართველოში, დიდ ქალაქებში ოპოზიცია ლიდერობს. მინდა, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს მივულოცო. დიდი ეპოქა იწყება, მათ შორის, აქ, ფოთში. დიდი მნიშვნელობა ექნება საკრებულოების კონფიგურაციას იმისათვის, რომ ჩვენი გეგმები განვახორციელოთ. ამიტომ, წინ გამარჯვებისკენ! არც ერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს “,– განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოში დღეს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

იხილეთ ასევე: "იმედის", "მთავარი არხისა" და "ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები ერთად

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S