Accentnews.ge
ზუგდიდის 17-ე უბანზე გადასატანი ყუთის შედეგები გაბათილდა

ზუგდიდის 17-ე უბანზე გადასატანი ყუთის შედეგები გაბათილდა

02/10/2021 17:36:25 პოლიტიკა

ზუგდიდის 17-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის, თორნიკე გელენავას გადაწყვეტილებით, 17-ე უბანზე გადასატანი ყუთის შედეგები გაბათილდა. ყუთი დაილუქა და შემდეგი განხილვის მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაიტანეს.

უბნის კომისიის თავმჯდომარემ გადასატანი ყუთის შედეგების გაბათილება პარტია "საქართველოსთვის" დამკვირვებლის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. დამკვირვებლის განმარტებით, გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის 37 ადამიანი იყო რეგისტრირებული, მათგან 6-თან ყუთი არ მისულა და უკან, საარჩევნო უბანზე დასრულებისას ყუთში მაინც 37 ბიულეტენი იყო.

გადასატან ყუთთან და სპეციალურ სიებთან დაკავშირებულ გაუგებრობებს და დარღვევებს მთელი დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S