კრწანისის მე-5 საარჩევნო უბანზე ელექტრონული კენჭისყრის შედეგები უკვე ცნობილია
02/10/2021 17:42:45 პოლიტიკა
კრწანისის მე-5 საარჩევნო უბანზე, სადაც ექსპერიმენტის სახით, ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობდა, უბნის დახურვის შემდეგ კენჭისყრის შედეგები ცნობილი გახდა.
როგორც კრწანისის ოლქის მე-5 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ცირა ბარამიძემ აღნიშნა, უბანზე რეგისტრირებულია 1 218 ამომრჩეველი, საიდანაც 548 მოქალაქემ დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.
„პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: კახა კალაძე – 253 ხმა; ნიკა მელია – 167; გიორგი გახარია – 44; ანა დოლიძე – 29; ანა ბიბილაშვილი 16. რეგისტრატორები ყოველ ორ საათში ითვლიდნენ ამომრჩეველთა ამომრჩევლების ხმებს. ბალანსი სრულად გაქვს“, – განაცხადა ცირა ბარამიძემ.
იხილეთ ასევე: "იმედის", "მთავარი არხისა" და "ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები ერთად


