Accentnews.ge
გახარიას პარტია ეგზიტპოლების შედეგებს არ ენდობა

გახარიას პარტია ეგზიტპოლების შედეგებს არ ენდობა

02/10/2021 17:56:34 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ეგზიტპოლების წინასწარ შედეგებს არ ენდობიან და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ შედეგებს ელოდებიან.

„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენი მხარდამჭერების მისამართით არის სისტემური ზეწოლისა და მუქარის ასზე მეტი ფაქტი დადასტურებული. შესაბამისად, ეს ეგზიტპოლები ჩვენთვის არ არის დამაჯერებელი, რადგან ადამიანებს უბრალოდ შიშის და მუქარის შედეგად შეზღუდული აქვთ, ჩვენი პარტიის მისამართით გამოხატონ ღიად მხარდაჭერა. მეორეც, ყველა ვხედავთ როგორც წესი, პოლიტიკური პარტიების მიერ გამოიყენება ხოლმე პოლიტიკური ინტერესებისთვის, ეს გასაგებია. ჩვენ დაველოდებით ცესკო-ს ოფიციალურ შედეგებს, მთელი დღის განმავლობაში ჩვენ საზოგადოებას ვაწვდიდით თავისი მტკიცებულებებით დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე სისტემურ დარღვევებთან დაკავშირებით. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული ჩვენი მოქალაქეების თითოეული ხმის დასაცავად“, – განაცხადა პოლიტსაბჭოს წევრმა ანა ბუჩუკურმა.

იხილეთ ასევე: "იმედის", "მთავარი არხისა" და "ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები ერთად

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S