დიღმის #52 უბანზე ხმაურია, პოლიციამ დამკვირვებელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს
02/10/2021 18:05:04 პოლიტიკა
დიღომში, #52 საარჩევნო უბანზე ხმაურია. უბანზე პოლიცია შევიდა. სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს ოპოზიციის დამკვირებელი ზვიად კუპრავა.
კუპრავა კომისიის წევრებს შედეგების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. კერძოდ, მათი თქმით, კომისიის თავმჯდომარემ ორი საარჩევნო ბიულეტენი სხვა ოთახიდან გამოიტანა, რათა ბალანსის ხელოვნურად დასმა მომხდარიყო. თავად თავმჯდომარე აღნიშნულს უარყოფდა და პოლიცია გამოიახა, თუმცა კომისიის სხვა წევრები აცხადებდნენ, რომ დაინახეს, როგორ გამოიტანეს სხვა ოთახიდან ბიულეტენები.
„#52 უბანი გაყალბებულია“ – განაცხადა კუპრავამ, რომელიც პოლიციამ მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვა.
შსს-ს ცნობით, ზვიად კუპრავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების სავარაუდო დარღვევისთვის არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.


