ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა
02/10/2021 18:21:13 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა. ამდენად, 1 815 776 ადამიანიმა დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი. აღსანიშნავია, რომ აქტივობა აჭარვევბს 2017 წლის მონაცემებს, თუმცა ჩამორჩება 2020 წლის არჩევნებისას. კერძოდ:
- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 56.11% შეადგინა;
- 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - 45.65%;
- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 51.63%
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა, წინასწარი შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
იხილეთ ასევე: იხილეთ ასევე: "იმედის", "მთავარი არხისა" და "ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები ერთად


