ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა თბილისისა და რეგიონების მიხედვით
02/10/2021 18:51:29 პოლიტიკა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 51.92%-მა მიიღო. მისი ცნობით, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი არჩევანი 1 815 776 მოქალაქემ დააფიქსირა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა ქვეყნის მასშტაბით რაჭა–ლეჩხუმში დაფიქსირდა, სადაც არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლების 63.5%-მა მიიღო. ყველაზე დაბალი აქტივობა ( 47%) კი – ქვემო ქართლში.
თბილისისა და რეგიონების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობა ასეთია:
- თბილისი – 49.1%;
- რაჭა ლეჩხუმი – 63.5%;
- აჭარა – 56.4%;
- გურია – 60.2%;
- თბილისი – 49.1%;
- იმერეთი – 52.8%;
- კახეთი – 53.7%;
- მცხეთა – მთიანეთი – 54.2%;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 52.8%;
- სამცხე-ჯავახეთი – 57.3%;
- ქვემო ქართლი – 47%;
- შიდა ქართლი – 51.3%.
ცნობისთვის: 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 45.65% იყო.
იხილეთ ასევე: "იმედის", "მთავარი არხისა" და "ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები ერთად


