”IPSOS-გლობალის" ეგზიტპოლის საბოლოო შედეგი: "ქართული ოცნება“ - 38.5%, ენმ - 31.9%
02/10/2021 20:00:49 პოლიტიკა
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ”IPSOS-გლობალის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“, 20:00 საათის მონაცემებით, თბილისში ხმების 38.5 % მიიღო; ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 31.9%.
მცირედი ცვლილებები აღინიშნება 17:00 საათის მონაცემებთან შედარებით. დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის პირველ ადგილზე კახა კალაძემ გადაინაცვლა, თუმცა კვლავაც იკვეთება მეორე ტურის საჭიროება.
თბილისში ხმები ასე გადანაწილდა:
- 40.5% - კახა კალაძე
- 39.9% - ნიკა მელია
- 8.9% - გიორგი გახარია
პოლიტიკური პარტიების პროცენტული მაჩვენებლები შემდეგია:
- „ქართული ოცნება“ - 38.5%;
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 31.9%;
- გიორგი გახარია - "საქართველოსთვის" -7.7 %;
- ზურაბ ჯაფარიძე - "გირჩი მეტი თავისუფლება" - 4.8%;
- „ლელო“ - 3,7%;
- ანა დოლიძე - „ხალხისთვის“ – 2.3%;
- „გირჩი“ – 2.2%;
- „მოქალაქეები“ – 1.3%;
- ევროპული საქართველო - 1%;
- სხვა პარტიები - 6.6%
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ”IPSOS-გლობალმა" თბილისის მასშტაბით 2500 ამომრჩეველი გამოკითხა.


