Accentnews.ge
რატომ არ იზიარებს ცესკო ოქმებში დაფიქსირებული დისბალანსის შესახებ პრეტენზიებს

რატომ არ იზიარებს ცესკო ოქმებში დაფიქსირებული დისბალანსის შესახებ პრეტენზიებს

02/10/2021 20:34:04 პოლიტიკა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება დაიწყო. დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ოქმებში დაფიქსირებულმა დისბალანსმა. საქმე, მათ შორის, რუსთავში განთავსებულ საარჩევნო უბნებს და შედგენილ ოქმებს ეხება, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ რეალურად საქმე დისბალანსთან არ გვაქვს. მაგალითად ცესკო–ში რუსთავის #86 საარჩევნო უბანი მოიყვანეს.

„ეს არის პენიტენციურ სისტემაში შედგენილი ოქმები. ზოგიერთის აზრით, ამ ოქმებში არის გარკვეული დისბალანსი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება: პენიტენიურ დაწესებულებაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში სრულად იღებენ მონაწილეობას ამომრჩელები, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, ისეთი ტიპის ოქმებში, რომელიც ეკუთვნის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩენებს და ასევე მერის ასარჩევად განკუთვნილ ოქმს, აქ ზოგიერ ამომრჩეველს (კანონით გათვალისწნებული წესით) მონაწილეობის მიღებს საშუალება არ გააჩნია. აქდან გამომდინარე, ნებისმიერი მსგავსი კომენტარი, რომელიც ეხება ოქმების დისბალანსს, არ შეესაბამება სინამდილეს. ცენტრალური საარჩევნო კომისია ყურადღებით ადევნებს თვალს ოქმებსაც და ნებისმიერი კითხვის ნიშანი სათანადოდ იქნება გამოკვლეული“,– განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

რაც შეეხება წინასწარ შედეგებს, ცესკო–ში კიდევ ერთხელ აღნისნებს, რომ საორიენტაციო დრო, უბნების დახურვიდან 7–8 საათია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S