Accentnews.ge
კორძაია: „დაიწყეს ბიულეტენების გაბათილება“

კორძაია: „დაიწყეს ბიულეტენების გაბათილება“

02/10/2021 22:09:25 პოლიტიკა

ოპოზიციონერ თამარ კორძაიას ინფორმაციით, კომისიის წევრების მხრიდან საოლქო კომისიაში ოქმების გადაგზავნა ხელოვნურად ჭიანურდება. შესაბამისად, ისინი ხელოვნურად აყოვნებენ ოქმების საბოლოო გაფორმებას. მსგავს პრობლემაზე საუბრობს ენმ–ის წევრი ანა წითლიძე, რომელიც საარჩევნო პროცესს ზუგდიდში აკვირდება.

ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისის ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე ამბობს, რომ 88-ე უბანზე მისი პარტიის წარმომადგენლის ცნობით, შემაჯამებელ ოქმს უკვე ერთი საათია ხელს არ აწერს უბნის კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც თქვა, რომ მირანდა მესხმა უთხრა, არ მოაწეროს ხელი.

წითლიძის განცხადებით, მირანდა მესხი ცდილობს, იმ უბნებზე, სადაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან მარცხდება, მიღებული რეალური შედეგები გააყალბოს.

„შეყოვნება ხდება „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან – არ უსვამენ ბეჭედს, რადგან სურთ, დრო გაწელონ. „ქართული ოცნება“ აჭიანურებს ოქმების საბოლოო გაფორმებას“,– განაცხადა კორძაიამ.

წითლიძე ცოტა ხნის წინ საოლქო საარჩევნო კომისიაში მივიდა ამ საკითხზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, მირანდა მესხისგან განმარტების მისაღებად, თუმცა თავდაპირველად მესხის კარებთან ორი პოლიციელი იყო მობილიზებული, რომლებმაც წითლიძე, ჟურნალისტებთან ერთად, არ შეუშვეს.

ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობენ მარტვილშიც.

გარდა ამისა, კორძაიას ცნობით, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამ შემხვევაშიც მნიშვნელოვანი პრობლემაა გაბათილებული ბიულეტენების რადენობა:

„ვაზისუბნის #67 უბანზე ნიკა მელია იგებს და პრობლემა ისაა, რომ დაიწყეს ბიულეტენების გაბათილება. ვხედავთ, რომ ქუთაისში ტოტლურად აბათელბენ ბიულეტენებს. იგივე ხდება ასპინძაში, სამგორში, ნაძალადევში“.

ცნობისთვის: ბიულეტენების საკითხი აქტუალური მთელი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას იყო. დამკვირვებლების განცხადებით, რეგისტრატორები რიგ შემთხვევებში შეგნებულად აზიანებდნენ ბიულეტენს, ან არ ამოწმებდნენ ბეჭდითა და ხელმოწერთ, რაც ბათილობის წინაპირობაა.

ბიუტელენების შესახებ იუწყებოდა, მათ შორის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებელი ეკა ქობესაშვილი. კერძოდ, მისი ინფორმაციით, ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტენებს მარნეულის 22-ე ოლქის #65 უბანზე აზიანებენ და ურნაში ყრიან. მან „ფეისბუში“ შესაბამისი ფოტოებიც გამოაქვეყნა და დაწერა:

„ჩემი დამკვირვებლად მონაწილეობის მანძილზე იმდენი სახის დარღვევა მაქვს ნანახი, რომ მეგონა აღარფერი გამიკვირდებოდა. ამ ამბავმა ყოველგვარ დარღვევას გადააჭარბა, მსგავსი არაფერი მინახავს. მარნეულის 22-ე ოლქის უბანზე ამდენი დამკვირვებელი თავზე ადგას კომისიის წევრებს და ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტინებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან. ნაგვიდან ამოვიღე დაახლოებით 50 ბიულეტენი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S