ოთხი ქალაქი, სადაც ცესკო–ს მონაცემებით, ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ
03/10/2021 03:10:36 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 07:00 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედით, ქვეყნის ოთხ მსხვილ ქალაქში ოპოზიციის მერობის კანდიდატები ლიდერობენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, რუსთავში ამ დროისთვის უბნების 47.77%–ია დათვლილი, შედეგები კი ასე გამოიყურება:
- დავით კირკიტაძე (ენმ)– 44.53%
- ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება)– 44.34%
ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს ბათუმშიც, სადაც საარჩევნო უბნების 32,38%–ია დათვლილი:
- გიორგი კირთაძე (ენმ)– 42,54%
- არჩილ ჩოქოვანი (ქართული ოცნება)– 41,49%
ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს ზუგდიდშიც. დათვლილია საარჩევნო ხმების 42,2%
- ანზორ მელია – 48,17%
- მამუკა წოწერიას – 40,1%
წალენჯიხაში დათვლილია ხმების 82.76%. შედეგები შემდეგნაირად გადანაწლდა:
- გიორგი ხარჩილავა (ენმ)– 41,2%
- გიორგი გულორდავა (ქართული ოცნება)– 37,17%
ცნობისთვის: ცესკო–ს არჩევნების წინასწარი შედეგების გამოსაცხადებლად თითქმის 11 საათი დასჭირდა


