ცესკო–ს მონაცემებით, ქუთაისში, ფოთსა და თელავში მეორე ტურებია მოსალოდნელი
03/10/2021 03:23:03 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქუთაისსა და ბათუმში თბილისის მსგავსად, მერების არჩევნების მეორე ტურებია მოსალოდნელი.
ქუთაისში დათვლილია საარჩევნო უბნების 41,13%, ხმები კი ამ ეტაპზე შემდეგნაირად ნაწილდება:
- ხატია დეკანოიძე – 43,75%
- იოსებ ხახალეიშვილი – 41, 86%
ფოთში დათვლილი უბნების 54,55%–ით, შედეგები ასე გამოიყურება:
- გიგი უგულავა – 37,44%
- ბექა ბაჭარაძე – 47,73%
თელავში დაათვლილია ხმების 70,91%:
- გიორგი ბოტკოველი (ენმ)– 44.88%
- ლევან ანდრიაშვილი (ქართული ოცნება)– 47%
რუსთავსა და ბათუმში ოპოზიციის მერობის კანდიდატები ლიდერობენ.


