წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის ხუთი თვითმმართველი ქალაქიდან ორში ენმ–ის კანდიდატები ლიდერობენ
03/10/2021 05:10:52 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით [09:00 საათი], 5 თვითმმართველი ქალაქიდან (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი) ორში – ქუთაისსა და ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები ლიდერობენ.
კერძოდ, ამ დროისთვის დათვლილია ქუთაისის უბნების 42.74%. შედეგები ასე ნაწილდება:
- ხატია დეკანოიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 43.81%;
- იოსებ ხახალეიშვილი, „ქართული ოცნება“ — 41.76%;
- გიორგი გოგუაძე, „გახარია — საქართველოსთვის“ — 8.09%;
- ანდრო ლოსაბერიძე, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლი“ — 5%;
- ირინა საღინაძე, „თავისუფალი საქართველო“ — 1.35%.
ამ ეტაპზე დათვლილია ბათუმის უბნების 36.19%. ამ დროისთვის აღნიშნულ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე იმარჯვებს 42, 6 %-ით, მეორე ადგილზეა „ქართული ოცნებიდან“ არჩილ ჩიქოვანი 41,07 %-ით.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართა.


