დეკანოიძე: "ქუთაისმა "ოცნება" დაამარცხა! ბიძინას მოვუგეთ!"
03/10/2021 05:20:52 პოლიტიკა
"ქუთაისმა "ოცნება" დაამარცხა! თითქმის დავთვალეთ. ვიგებ და შედეგები აღარ შეიცვლება! ბიძინას მოვუგეთ!", – ამის შესახებ ენმ-ის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
ამ დროისთვის [09:30] დათვლილია ქუთაისის უბნების 42.74%. შედეგები ასე ნაწილდება:
- ხატია დეკანოიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 43.81%;
- იოსებ ხახალეიშვილი, „ქართული ოცნება“ — 41.76%;
- გიორგი გოგუაძე, „გახარია — საქართველოსთვის“ — 8.09%;
- ანდრო ლოსაბერიძე, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლი“ — 5%;
- ირინა საღინაძე, „თავისუფალი საქართველო“ — 1.35%.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართა.


