ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის მერი ხდება
03/10/2021 05:49:41 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის [09:30] გორში "ქართული ოცნების" კანდიდატი, მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ლიდერობს.
ამ დროისთვის დათვლილია გორის უბნების 58.88%. შედეგები ასე ნაწილდება:
- ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ( ქართული ოცნება) - 51.66%;
- ვასილ მახარაშვილი ( ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) - 32.42%;
- კონსტანტინე ანანიაშვილი ( საქართველოსთვის) - 13.37%;
- ეთერ ჯალაღანია ( ევროპული საქართველო ) - 2.54%;
ხინჩეგაშვილმა წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებას თავი პარტიული პრეზენტაციით დაამახსოვრა, რომლის დროსაც მან საარჩევნო პროგრამა ვერ წაიკითხა.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართა.


