"ხალხმა საარჩევნო აჯანყება მოაწყო და მნიშვნელოვანი გარდატეხა მოიტანა"
03/10/2021 06:50:20 პოლიტიკა
პარტია "დროას" ლიდერი, გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველმა საკუთარი ძალა ანახა და მნიშვნელოვანი გარდატეხა მოიტანა.
"უკვე ფაქტია, ამომრჩეველმა მთელ ქვეყანაში საკუთარი ძალა ანახა. მიუხედავად ყველა უნამუსობისა, რაც ჩვენთვის სიახლე არ იყო, ხალხმა საარჩევნო აჯანყება მოაწყო და მნიშვნელოვანი გარდატეხა მოიტანა. ეხლა უნდა ვკონცენტრირდეთ რეფერენდუმის მეორე ტურზე, სადაც დიდი უპირატესობაა და რაც მთავარია მოქმედების რწმენა და ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე. მე საკრებულოში ვერ შევალ, მაგრამ ზუსტად ისეთივე შემართებით გადავეშვები საერთო ბრძოლაში და მივიყვანთ ბოლომდე", - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, "ის, რომ "დროამ" 2% აიღო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალი წამომწყება ამომრჩეველმა კარგად მიიღო".
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 17 ქალაქში მეორე ტურებია მოსალოდნელი.


