Accentnews.ge
"მეორე ტური ჩატარდება 20 მუნიციპალიტეტში,  ყველგან მოვიგებთ"

"მეორე ტური ჩატარდება 20 მუნიციპალიტეტში,  ყველგან მოვიგებთ"

03/10/2021 07:20:44 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

"ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს 64-დან 44 საარჩევნო ოლქში. მეორე ტური ჩატარდება მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში. ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რა თქმა უნდა, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც, თუმცა ბუნებრივია ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო 4 წლის განმავლობაში. კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში, სულ მცირე, 29 წევრით იქნება წარმოდგენილი. უმრავლესობას 26 წევრი სჭირდება. „ქართული ოცნების“ გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვება იყო საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის გამარჯვება. ქართულმა საზოგადოებამ რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს გასცა საკადრისი პასუხი. საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენი ყველა მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს მეორე ტურში", – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S