წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოს არჩევნებში 10–დან 9 ოლქში "ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს
03/10/2021 09:00:30 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოს არჩევნებში 10 მაჟორიტარული ოლქიდან 9–ში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
მხოლოდ საბურთალოს ოლქში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული მაჟორიტარი. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ავთანდილ ცინცაძემ აქ 38.16% მიიღო.
თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულები არიან:
მთაწმინდა
ზურაბ აბაშიძე, „ქართული ოცნება“ — 46.74%
კრწანისი
ლევან ჯაფარიძე, , „ქართული ოცნება“ — 52.03%
ვაკე
გიორგი ტყემალაძე, „ქართული ოცნება“ — 42.35%
ჩუღურეთი
ზურაბ ჩიკვილაძე, „ქართული ოცნება“ — 46.68%
ნაძალადევი
ირაკლი ხელაძე, „ქართული ოცნება“ — 45.24%
დიდუბე
გივი ჩხარტიშვილი, „ქართული ოცნება“ — 45.26%
ისანი
კახაბერ ლაბუჩიძე, , „ქართული ოცნება“ — 45.87%
სამგორი
რევაზ სოხაძე, „ქართული ოცნება“ — 49.24%;
გლდანი
კონსტანტინე ზარნაძე, , „ქართული ოცნება“ — 42.24%


