Accentnews.ge
"ამბობდნენ, რომ ყველგან იგებდნენ და გაღიმებული კალაძე დატოვეს სცენაზე"

"ამბობდნენ, რომ ყველგან იგებდნენ და გაღიმებული კალაძე დატოვეს სცენაზე"

03/10/2021 09:41:55 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით კმაყოფილია და "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებს.

"ნამდვილად უჩვეულო დღეა საქართველოში და ყველამ ძალიან კარგად ვიგრძენით რეჟიმის მორღვევის შეუქცევადობა. პირველ რიგში, მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ჩვენს ამომრჩეველს, ოპოზიციურ ამომრჩეველს, ვინც გუშინ მოვიდა და დააფიქსირა თავისი ხმა. უდიდესი ზეწოლის, მოსყიდვის, სუს-ის, სისტემის წინააღმდეგ, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკეთებდა ყველაფერს, იკადრა ყველაფერი, დაარიგა მილიონობით ლარი, დააშინა ისეთი ადამიანები, ვისაც სოციალური დახმარება ჰქონდა. პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ მოგიხსნით სოციალურ დახმარებას, ადამიანებზე იძალადა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენმა მოქალაქეებმა გამოიჩინეს მართლაც სამოქალაქო ღირსება, მოვიდნენ, მოგვცეს ხმა და ყველაზე მნიშვნელოვანი აჩვენეს რეჟიმს, რომ დიახ რეჟიმის დამარცხება არის შესაძლებელი. [...] გუშინ "ქართულ ოცნებას" ჩაეშალა დაწყებული ზეიმი. ჩაეშალათ განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და ჩაეშალათ მათი მთელი სტრუქტურა, რომ მეორე ტურები არ ექნებათ და პირველ ტურში მოიგეს ყველა თვითმმართველ ქალაქში და განსაკუთრებით თბილისში და გაღიმებული კალაძე სცენაზე დატოვეს", - განაცხადა დეკანოიძემ.

"ქართულმა ოცნებამ" გამარჯვება "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით გუშინ არჩევნების დამთავრებიდან რამდენიმე წუთში იზეიმა. 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ჯერ ბოლომდე დათვლილი არ არის. 3 ოქტომბრის 13:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, 20 ქალაქში, მათ შორის თბილისში არჩევნების მეორე ტურებია მოსალოდნელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S