Accentnews.ge
ეუთო–ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: "არჩევნები ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ, მიუხედავად მცირე პროცედურული გამოწვევებისა, განსაკუთრებით ხმების დათვლის პროცესში"

ეუთო–ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: "არჩევნები ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ, მიუხედავად მცირე პროცედურული გამოწვევებისა, განსაკუთრებით ხმების დათვლის პროცესში"

03/10/2021 11:25:39 პოლიტიკა

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ალბერტ ჯონსონი აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები "ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ, მიუხედავად მცირე პროცედურული გამოწვევებისა, განსაკუთრებით ხმების დათვლის პროცესში".

მისივე თქმით, "ბოროტად იყო გამოყენებული პარტიის წარმომადგენელი დამკვირვებლების რესურსი. დრო და დრო ხდებოდა ჩარევა პროცესებში და ინდივიდუალური ჯგუფები გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე, რომლებიც იყვნენ საარჩევნო უბნებს გარეთ".

"არჩვენების დღე მშვიდ გარემოში გაიმართა, თუმცა აღინიშნებოდა ცალკეული ძალადობრივი ინციდენტები. დამკვირვებლებმა შეაფასეს ხმის მიცემის გახსნითი პროცესი და ხმის მიცემის პროცედურა პოზიტიურად და აგრეთვე აღსანიშნავი გახლდათ ამომრჩევლების გადავსება, რამაც კოვიდთან დაკავშირებით რეგულაციები გამოწვევების წინაშე დააყენა. ხმის დათვლის პროცესი იყო შეფასებული გამჭვირვალედ, მოახდინა უმნიშვნელო რაოდენობა უბნებზე დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები და სირთულეები ოქმების შევსების კუთხით. საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო გვაძლევს საერთო საფუძველს დემოკრატიული არჩვენების ჩატარებისთვის , თუმცა ოდირისა და ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია კვლავ გაუთვალისწინებელი დარჩა, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც უკავშირდება საარჩვენო დავების მოგვარებას და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებას", – განაცხადა ჯონსონმა.

ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა საარჩევნო კაპმანიის პერიოდზეც და აღნიშნა, რომ "ვრცელდებოდა ბრალდებები, რომელიც უკავშირდებოდა დაშინებას, ხმების მოსყიდვას და ზეწოლას კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე და არათანაბარ გარემოს":

„2 ოქტომბრის არჩევნები, ზოგადად, კარგად მართული გახლდათ, მაგრამ ის გაიმართა გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მკვეთრი პოლარიზაციის პირობებში. კანდიდატებმა საარჩევნო კამპანიის წარმოება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში შეძლეს, თუმცა ეს პერიოდი ხასიათდებოდა ფართოდ გავრცელებული ბრალდებებით, რომელიც უკავშირდებოდა დაშინებას, ხმების მოსყიდვას და ზეწოლას კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე და არათანაბარ გარემოს".

მისივე თქმით, მედია იყო პოლარიზებული და ხდებოდა შერჩევითი გაშუქება:

"ადგილობრივ არჩევნებს გავლენა ჰქონდა ეროვნულ პოლიტიკურ საკითხებზე და ამ ყველაფერმა გადაფარა ადგილობრივი საკითხები. მრავალფეროვანი მედიალანდშაფტი იყო მკვეთრად პოლარიზებული, ხდებოდა მცირე ანალიტიკური გაშუქება, ასევე გაშუქება იყო მიკერძოებული, რამაც მოგვიანებით შეზღუდა ამომრჩევლების შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. ასევე, დაშინება და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები იყო შემაშფოთებელი".

მისივე თქმით, "მნიშვნელოვანი დისბალანსი აღინიშნება რესურსებში და არასაკმარისი ზედამხედველობა კამპანიის ფინანსებზე, არასათანადო უპირატესობა მმართველი პარტიისა, რამაც საბოლოოდ მმართველი პარტიის სასარგებლოდ იმუშავა".

გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა ქალთა ნაკლებ წარმოამდგენლობას 2 ოქტომბრის არჩევნებში.

როგორც მან აღნიშნა, კამპანიის პერიოდში შეიმჩნეოდა აგრესიულო რიტორიკა სოციალურ ქსელებში.

სადამკვირვებლო მისიამ ხმის მიცემის პროცედურა გამჭვირვალედ შეაფასა, თუმცა აღნიშნა ტექნიკური პრობლემები, რაც ახლდა შემაჯამებელი ოქმების შევსებას. მისი თქმით, შეინიშნებოდა ხელისუფლების ძალისხმევა საარჩევნო კომისიის შერჩევა-დანიშვნის პროცესში:

"მთლიანობაში საარჩევნო ადმინისტრაციამ მართა ტექნიკური პროცესები ეფექტიანად, თუმცა დაპირისპირებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა პროცესზე, რაც უკავშირდება საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევას და დანიშვნას. ხელისუფლებამ გასწია ძალისხმევა, რომელიც უკავშირდება ამომრჩეველთა სიას და ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის კოლეგებმა გამოხატეს ნდობა სიების სიზუსტის მიმართ, მაშინ, როცა კანდიდატის რეგისტრაციის პროცესი იყო ინკლუზიური, ბევრმა გააუქმა მონაწილეობა, რადგან ადგილი ქონდა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას".

მისივე შეფასებით, „მმართველ პარტიას მისცა არასათანადო უპირატესობა თანამდებობის პირების ჩართულობამ საარჩევნო პროცესში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S