Accentnews.ge
ევროპის საბჭოს დამკვირვებელი: „სიძულვილის ენის, აგრესიის ზრდა, „ფეიკ–ნიუსები“ გახლავთ ნათელი ინდიკატორი, რომ მომავალში მეტი უნდა გაკეთდეს“

ევროპის საბჭოს დამკვირვებელი: „სიძულვილის ენის, აგრესიის ზრდა, „ფეიკ–ნიუსები“ გახლავთ ნათელი ინდიკატორი, რომ მომავალში მეტი უნდა გაკეთდეს“

03/10/2021 11:28:01 პოლიტიკა

ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელი დევიდ ერაიმ საერთაშორისო დამკვირებლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ძირითად მახასიათებლებზე და აღნინა, რომ არჩევნების დღე ჯამში მშვიდი და კარგად ორგანიზებული იყო, თუმცა კარგი საარჩევნო მართვა მონეტის მხოლოდ ერთი მხარეა. ამ კონტაქსტში მან პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოზე გაამახილა ყურადღება, ისაუბრა საერთო ეროვნული პოლიტიკური სიტუაციით თვითმმართველობის არჩევნების გადაფარვაზე, რაც მისი შეფასებით, მოქალაქეების ინტერესებში არ შედის.

„ამ კუთხით ოპოზიციას და ხელისუფლებას თავიანთი წილი პასუხისმგებლობა გააჩნიათ. სიძულვილის ენის, აგრესიის ზრდა და „ფეიკ–ნიუსები“ გახლავთ ნათელი ინდიკატორი, რომ მეტი უნდა გაკეთდეს მომავალში“,– განაცხადა დამკვირებელმა და დასძინა, რომ პოლარიზაცია გავლენას ახდენს დემოკრატიის კონსოლიდაციაზე: “ახლა გახლავთ დრო, ჩავერთოთ დიალოგში. პოლიტიკური დიალოგი ფუნდამენტურია ამ მიმართულებით“.

გარდა ამისა, დევიდ ერაიმ ყურადღება გაამახვილა საარჩევნო უბნებთან კორდინატორების მობილიზებაზე, რიგ შემთხვევაში 100–მეტრიანი დისტანციის დარღვევის ფაქტებზე და ანიშნა, რომ „ეს უნდა მოგვარდეს ამომავლო არჩევნების დროს“.

მან ასევე ისაუბრა პოლიტიკაში ქალების ჩართულობის ნაკლებობაზე და გუშინდელ დღეს ხელიდან გაშვებული მეორე შესაძლებლობა უწოდა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კომისიებში ქალები მრავლად არიან წარმოდგენილნი, არ არსებობს შესაძლებლობა, საკრებულოებში ქალების მიერ მანდატების მოპოვების და ეს არ შესწაბამება ახალი კანონმდებლობის სულისკვეთებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S