Accentnews.ge
„ვულოცავთ“, "ოცნებას" სრულად დისკრედიტირებული „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლებას! ყოჩაღ!”

„ვულოცავთ“, "ოცნებას" სრულად დისკრედიტირებული „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლებას! ყოჩაღ!”

03/10/2021 12:30:19 პოლიტიკა

„ვულოცავთ“, "ოცნებას" 8 თვის წინ სრულად დისკრედიტირებული „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლებას! ჩვენს წინააღმდეგ იმდენი იბრძოლეს, რომ ესეც მოახერხეს. ყოჩაღ!”, – ასე ეხმიანება პარტია “საქართველოსთვის” პოლიდსაბჭოს წევრი ანა ბუჩუკური 2 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს და მის შედეგებს.

ბუჩუკურის განცხადებით, არჩევნები მთელი დღის განმავლობაში დარღვევებით მიმდინარეობდა, რის შესახებაც, ქვეყნმის მასშტაბით პარტიის წარმომადგენლებმა 250-ზე მეტი საჩივარი დაწერეს:

“რაც შეეხება გუშინდელი დღის შეფასებას, გუშინ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვაფიქსირებდით სისტემური ხასიათის დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა, მათ შორის – ამომრჩევლის მოსყიდვის, მის ნებაზე ზეგავლენის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის და ე.წ. „კარუსელის“ ფაქტებს, ასევე, გადასატან ყუთებთან დაკავშირებით სისტემური ხასიათის დარღვევებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 250-ზე მეტი საჩივარი, მათ შორის, ხმის დათვლის პროცედურის ვიდეოფიქსაციის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ არაერთხელ მივმართეთ უშუალოდ ცესკოსაც“.

მისი თქმით, პარტია ახლა მიღებული ხმების დაცვასა და შედეგების დათვლაზეა ორიენტირებული და ამისთვის ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას გეგმავს.

“ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებით ჯერ ცესკოს საბოლოო მონაცემებს, საარჩევნო ადმინისტრაციის რეაგირებას ჩვენს საჩივრებზე და შემდეგ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციას! ეს არის ამ ეტაპისთვის ჩვენი პარტიის მთავარი დღის წესრიგი!”, – განაცხადა ბუჩუკურმა.

2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 51.92%-მა.

ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით, “საქართველობის” მერობის კანდიდატს გიორგი გახარიას ხმების 9.33% აქვს. “ქართული ოცნების” კანდიდატს კაკხა კალაძეს – 44.96%, ენმ–ის კანდიდატს ნიკა მელიას – 33.94%. ამ მონაცემებით, თბილისში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

რაც შეეხება ადგილობრივ პროპორციულ არჩევნებს, თბილისში ყველა უბნის მონაცემები დათვლილია. ცესკოს მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში “საქართველოსთვის” 8.85% მოიპოვა, “ქართულმა ოცნებამ” – 40.3%, “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 27.97%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S