Accentnews.ge
ISFED-ს პარალელური დათვლის შედეგები: "ოცნება" - 46.6%, "ენმ" - 31.1%

ISFED-ს პარალელური დათვლის შედეგები: "ოცნება" - 46.6%, "ენმ" - 31.1%

03/10/2021 12:35:59 პოლიტიკა

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს აქვეყნებს. შედეგებში მოცემულია იმ პარტიების მაქსიმალური და მინიმალური შედეგები, რომლებმაც ეროვნულ დონეზე 1%-ზე მეტი მოაგროვეს.

შედეგების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ ნაწილში "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველთა ხმების 46.6% მიიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი - 31.1%.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ხმების ასე განაწილდა:

  • "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" - 1.4%
  • "ევროპული საქართველო - თავისუფლების მოძრაობა" - 1.8%
  • "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 1.5%
  • "ლელო" - 2.6%
  • "ლეიბორისტული პარტია" - 1.3%
  • "გახარია - საქართველოსთვის" - 7.7%
  • "გირჩი" - 1.0%
  • "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1.4%
  • სხვა პარტიები - 3.7%

პროპორციული ნაწილი თბილისის მასშტაბით

  • "ქართული ოცნება" - 39.7%
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 28.3%
  • "გახარია - საქართველოსთვის" - 8.8%
  • "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" - 1.0%
  • "ევროპული საქართველო - თავისუფლების მოძრაობა" - 1.1%
  • "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" - 2.5%
  • "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 1.7%
  • "ლელო" - 3.7%
  • "ლეიბორისტული პარტია" - 1.3%
  • "ელენე ხოშტარია - დროა" - 2.1%
  • "გირჩი" - 1.7%
  • "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 3.4%
  • "ანა დოლიძე - ხალხისთვის" - 2.5%
  • სხვა პარტიები - 2.2%

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S