Accentnews.ge
ღარიბაშვილის შეფასებით, ის, რომ 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტურები დაინიშნება, „ხაზს უსვამს დემოკრატიულ საარჩევნო გარემოს“

ღარიბაშვილის შეფასებით, ის, რომ 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტურები დაინიშნება, „ხაზს უსვამს დემოკრატიულ საარჩევნო გარემოს“

03/10/2021 13:08:54 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ის, რომ 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტურები დაინიშნება, „ხაზს უსვამს დემოკრატიულ საარჩევნო გარემოს, რომელიც საქართველოში „ქართული ოცნების“ ძალისხმევით შეიქმნა“.

მისი თქმით, არჩევნები ჩატარდა სამართლიან, მშვიდ გარემოში და საერთაორისო დამკვრვებლების მხრიდან ცალსახად პოზიტიურად შეფასდა:

„ქართულმა ოცნებამ მთელი საქართველოს მასშტაბთ გაიმარჯვა და 47%–იანი შედეგით მოიპოვა მოსახლეობის ნდობა და მართვის მანდატი. „ნაცონალური მოძრაოა“ და დესტრუქციული ძალების კიდევ ერთხელ დამარცხდნენ ქართველ ხალხთან და „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში. მოგეხსენებათ, ოპოზიცამ ვერ შეძლო, მიეღწია სასურველი მიზნისთვის, მათ ვერ დააფიქსირეს ის შედეგი, რომლითაც შეცდებოდნენ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას და არეულობის შემოტანას“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის: მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ უშუალოდ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღე დადებითად შეაფასა, ისაუბრა იმ უსამართლო გარემოზე, რამაც, საბოლოოდ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ იმუშავა: ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ ჯონსონმა აღნიშნა, რომ „ადგილობრივ არჩევნებს გავლენა ჰქონდა ეროვნულ პოლიტიკურ საკითხებზე და ამ ყველაფერმა გადაფარა ადგილობრივი საკითხები“:

„მრავალფეროვანი მედიალანდშაფტი იყო მკვეთრად პოლარიზებული, ხდებოდა მცირე ანალიტიკური გაშუქება, ასევე გაშუქება იყო მიკერძოებული, რამაც მოგვიანებით შეზღუდა ამომრჩევლების შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. ასევე, დაშინება და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები იყო შემაშფოთებელი“.ამ კონტექსტში მან საზოგადოებრივი მაუწყებელიც აღნიშნა, რომელიც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თქმით, „ბოროტად იყო გამოყენებული მმართველი პარტიის წარმომადგენელი დამკვირვებლების რესურსი. კერძოდ, ეს ჯგუფები გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე”:

„ბევრმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა, რადგან ადგილი ჰქონდა ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან“.

მისივე შეფასებით, „მმართველ პარტიას მისცა არასათანადო უპირატესობა თანამდებობის პირების ჩართულობამ საარჩევნო პროცესში“.

მან ასევე ისაუბრა საარჩევნო პერიოდში მოსყიდვის, დაშინებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებაც.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია ამოქმედდა 26 აგვისტოს და ქვეყანაში 4 სექტემბრიდან მუშაობდა მისიის 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი. მთლიანობაში, აღნიშნული მისიის ფარგლებში არჩევნებს 300-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S