Accentnews.ge
ქემოკლიძე ამბობს, რომ მეორე ტურში მხარს არც “ოცნებას” დაუჭერს და არც ენმ-ს

ქემოკლიძე ამბობს, რომ მეორე ტურში მხარს არც “ოცნებას” დაუჭერს და არც ენმ-ს

03/10/2021 13:28:22 პოლიტიკა

პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ მეორე ტურში მხარს არც “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერს და არც — “ქართულ ოცნებას”.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვის დაუჭერდა პარტია “საქართველოსთვის” მხარს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის, ქემოკლიძემ პირდაპირი პასუხი არ გასცა, თუმცა განმარტა, რომ პარტია ცვლილებებისთვის იბრძვის და თანხმდება, რომ “ნაციონალური მოძრაობა” “გუშინწინდელი დღეა”, “ქართული ოცნება” კი “გუშინდელი”:

“ბატონი გახარია ისევე, როგორც ჩვენი პარტია, ცვლილებებს ემხრობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს “ქართულმა ოცნებამ” შექმნა უდიდესი შესაძლებლობა იმისთვის, რომ პრაქტიკულ დონეზე, ფაქტობრივად “ნაციონალური მოძრაობა” დააბრუნოს ხელისუფლებაში. მიგვაჩნია, რომ ენმ იყო გუშინწინდელი დღე ისევე, როგორც “ქართული ოცნება” არის გუშინდელი დღე. თქვენს კითხვაზე, ვის დავუჭერთ [მეორე ტურში] მხარს, მარტივი ლოგიკური დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ, რომ არც ერთს და არც მეორეს. ეს არის ჩემი სუბიექტური [აზრი]”, – განაცხადა ქემოკლიძემ "ტვ პირველის" ეთერში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა საქართველოს 20 ქალაქში ვერ გამოავლინა მერობისთვის მებრძოლი გამარჯვებული კანდიდატი.

იხილეთ ასევე: 20 ქალაქი, სადაც მეორე ტურებია მოსალოდნელი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S