Accentnews.ge
პაპუაშვილი ამბობს, სააკაშვილს უკრაინას არ გადასცემენ

პაპუაშვილი ამბობს, სააკაშვილს უკრაინას არ გადასცემენ

03/10/2021 13:34:29 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მსჯავრს საქართველოში მოიხდის.

მიის თქმით, "მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და გასაგებია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზრუნავს მის ინტერესებზე, მეორე მხრივ, სააკაშვილი ქართული სასამართლოს მიერ არის მსჯავრდებული და ის მსჯავრს ქართულ ციხეში მოიხდის".

პაპუაშვუილის თქმით, სააკაშვილს უკრაინას არ გადასცემენ და ამის მოთხოვნის არც რაიმე მექანიზმი არსებობს.

„უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, თავის მოქალაქეებზე ზრუნავს და აქედან გამომდინარე, ეს მისი ვალდებულებაც არის, რომ იზრუნოს, რომ საკუთარი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული. მთელი პარადოქსიც ამ სიტუაციის ის არის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქე არის და მერე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის მსჯავრს. ეს არის მთელი პარადოქსი. რაც შეეხება სამართლებრივ ბერკეტებს, არსებობს ქვეყნებს შორის ასეთი ურთიერთობა, მაგრამ რაიმე ბერკეტი (სააკაშვილის გადაცემის) მოთხოვნის არ არსებობს. სააკაშვილი ქართული სასამართლოს მიერ არის მსჯავრდებული და ის მსჯავრს მოიხდის ქართულ ციხეში,"- თქვა შალვა პაპუაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ყოველთვის ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს უკრაინის მოქალაქეების დაბრუნებაზე და ეს ეხება საქართველოში დაპატიმრებულ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც უკრაიანის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო.

1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S