Accentnews.ge
"სააკაშვილი ფიქრობს, არჩევნებში მიღწეული მონაპოვარი ოპოზიციამ მეორე ტურში ბოლომდე უნდა მიიყვანოს"

"სააკაშვილი ფიქრობს, არჩევნებში მიღწეული მონაპოვარი ოპოზიციამ მეორე ტურში ბოლომდე უნდა მიიყვანოს"

03/10/2021 14:00:36 პოლიტიკა

ენმ-ის წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, არჩევნებში მიღწეული მონაპოვარი ოპოზიციამ მეორე ტურში ბოლომდე უნდა მიიყვანოს. ამის შესახებ მან ციხეში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენი სასაუბრო თემა იყო გუშინდელი დღე, მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვისგანაც შეიტყო რა მოხდა გუშინ ქვეყანაში, რა შედეგები დადგა. სრულიად აღფრთოვანებული დარჩა იმ შედეგებით, რაც მას ვუთხარი, განსაკუთრებით თბილისის მონაცემი იყო მისთვის შთამბეჭდავი. ესმის რა ბრძოლა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა წნეხის ქვეშ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და არაჩვეულებრივად იცის, გაყალბების, მოსყიდვის, შანტაჟის ფონზე, როგორი მისაღწევია ასეთი შედეგის გაფორმება. თორემ იცის, რომ გაცილებით დიდი და მაღალი პროცენტია ოპოზიციის მაჩვენებელი. მეორე ტურში მონაწილეობაზე ცალსახად თქვა, რომ გამარჯვების ხელიდან გაგდება გაუმართლებელია. ბოლომდე უნდა იბრძოლოს ქართველმა ხალხმა და განსაკუთრებული სიმტკიცე, ძალისხმევა სთხოვა ნიკა მელიას, რომ მან თავისი დიდი მონაპოვარი ბოლომდე მიიყვანოს", -აცხადებს ეკა ხერხეულიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 20 ქალაქში, მათ შორის თბილისში მერების არჩევნების მეორე ტურები გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S