ბრიტანეთის საელჩო - არჩევნებზე: "ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას"
03/10/2021 14:22:39 პოლიტიკა
საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, მხარს უჭერს ეუთო/ოდირის განცხადებას, რომ არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, თუმცა დარღვევების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა.
"ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას. იმედი გვაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მე 2- ტურებში”, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.


