დათვლილია ხმათა 99.97%: "ქართული ოცნება" – 46.68%, ენმ – 30.7%
03/10/2021 15:05:26 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია ამომრჩეველთა ხმების 99.97%.
ქვეყნის მასშტაბით, პროპორციული ხმები ასე განაწილდა:
- "ქართული ოცნება" 46.68%
- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"– 30.7%
- გიორგი გახარია "საქართველოსთვის" - 7.8%
- "ლელო" - 2.71%
- "ევროპული საქართველო" -1.66%
- "პატრიოტთა ალიანსი" - 1.46%
- "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" - 1.34%
- "ლეიბორისტული პარტია" - 1.38%
- "გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1.44%
- "გირჩი" -0.95%
- ანა დოლიძე "ხალხისთვის" - 0.85%
- "მოქალაქეები" - 0.83%
- "დროა" - 0.61%
- "კანონი და სამართალი" - 0.02%
რაც შეეხება დედაქალაქს, დათვლილია ხმების 100% და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულო 6 პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. კერძოდ, პროპორციული წესით სავალდებულო 2.5%-იანი ბარიერი გადალახეს „ქართულმა ოცნებამ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „საქართველოსთვის“, „ლელომ“, „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ და პარტიამ „ხალხისთვის“. აღნიშნული საარჩევნო სუბიექტების პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება“ - 40.33%
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 27.97%
- „გახარია-საქართველოსთვის“ - 8.85%
- „ლელო“-3.63%
- „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 3.3%
- „ანა დოლიძე - ხალხისთვის“- 2,57% – 1 მანდატი.


