Accentnews.ge
სააკაშვილი მელიას ციხიდან წერილით მიმართავს

სააკაშვილი მელიას ციხიდან წერილით მიმართავს

03/10/2021 16:24:15 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას ცხიდან ღია წერილით მიმართავს.

სააკაშვილის წერილი Facebook-ში, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

“ნიკა, ძვირფასო, მოგიკითხავ შენი ყოფილი საპატიმროდან და მინდა მოგილოცო შენც და თბილისელ ამომრჩევლებსაც, რომ ნამდვილი სასწაული მოახდინეთ, ამას არც მტერი და არც მოყვარე მოელოდა. ახლა ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტურია და ესაა ჩვენი საამაყო ქართული ყველა დიდი ქალაქი, აღარ უნდა მოვეშვათ 2018 წლის მეორე ტურის მსგავსად და, პირიქით, მუდმივ და ბევრად უფრო ძლიერ შეტევაზე უნდა წავიდეთ. განსაკუთრებული მილოცვა მამაშენს! ყველა ოპოზიციური და უბრალოდ ჯანსაღი ძალა გავაერთიანოთ, დავივიწყოთ ყველა წყენა და ერთხელ და სამუდამოდ დავიბრუნოთ დემოკრატია და თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში.

არავითარი რევანში არავის მიმართ, ვინაიდან ყველანი ქართველები და ზოგადად ამ ქვეყნის შვილები ვართ. ვამაყობ თქვენი წარმატებით და ვადასტურებ, რომ ჩემი სიცოცხლის ფასადაც მზად ვარ, ვიბრძოლო საქართველოს თითოეული მაცხოვრებლის გაჭირვებისგან და გაჭირვებული ცხოვრებისგან გამოსაყვანად და საქართველოს გასამარჯვებლად”, — ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა საქართველოს 20 ქალაქში ვერ გამოავლინა მერობისთვის მებრძოლი გამარჯვებული კანდიდატი, მათ შორის, ვერც თბილისში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S