Accentnews.ge
წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის საკრებულოში „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა

წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის საკრებულოში „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა

03/10/2021 16:58:07 პოლიტიკა

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის საკრებულოში ენმ–ს „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადაჰყავს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ზუგდიდს საკრებულო ერთადერთია, რომლის უმრავლესობსაც ენმ დამოუკიდებლად აკომპლექტებს.

პირველადი შედეგებით, ენმ-ს ზუგდიდის საკრებულოში მანდატები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ენმ – 23 წევრი
  • “ქართულ ოცნებას” – 18 წევრი
  • გახარიას “საქართველოსთვის” – 3 წევრი.

ენმ–ს კანდიდატებმა 15 მაჟორიტარული ოლქიდან 9 პირველ ტურში მოიგეს, ხოლო ერთში – ზუგდიდის #4 მაჟორიტარულ ოლქში ენმ–ს და „ქართული ოცნების“ კანდიდატებს შორის მეორე ტური გაიმართება, რადგან კანდიდატებმა 40%–იანი ბარიერი ვერ გადალახეს. ამ დროისთვის აღნიშნულ ოლქში დაჯამებული ხმათა რაოდენიბით ენმ–ის კანდიდატი ლიდერობს:

  • ზვიად ჯღარკავა – 39.84%
  • ირაკლი ჯანაშია – 38.95%

ინფორმაციისთვის: ზუგდიდის საკრებულოში ჯამში 35 წევრია წარმოდგენილი. მათგან 20 პროპორციული წესით არიჩევა, 15 – მაჟორიტარულით.

ცნობისთვის: ზუგდიდელები ქალაქის მერს მეორე ტურში აირჩევენ. წინასწარი მონაცემებით, ენმ–ის კანდიდატს ანზორ მელიას მხარდაჭერა ამომრჩეველთა 46.88%–მა გამოუცხადა, ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატს მამუკა წოწერიას – 41.15%–მა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S