Accentnews.ge
„რა უხარიათ ამ, უკაცრავად, საცოდავებს, – ღარიბაშვილის ვერსია, რამ განაპირობა მეორე ტურები

„რა უხარიათ ამ, უკაცრავად, საცოდავებს, – ღარიბაშვილის ვერსია, რამ განაპირობა მეორე ტურები

03/10/2021 18:50:56 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მუნიციპალიტეტებში მეორე ტურები მისი წინამორბედის – გიორგი გახარიას ფაქტორმა და "ამომრჩევლის დაბნეულობამ" განაპირობა. კერძოდ, როგორც ღარიბაშვილმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა ამომრჩეველს გახარია "ბიძინა ივანიშვილის პროექტი 2" ეგონა.

„რა უხარიათ ამ, უკაცრავად, საცოდავებს, ძალიან მიკვირს. მოსახლეობას, რომ ავუხსნათ რეალურად, ჩვენ თუ გავუკეთებთ ანალიზს, 64 მუნიციპალიტეტიდან 20 მუნიციპალიტეტში დაინიშნა მეორე ტური. ეს რეალურად არის გაუმჯობესება თუ ჩვენ შევადარებთ წინა არჩევნებს. 2016-სა და 2020 წელს მეორე ტური ოლქების თითქმის ნახევარში დაინიშნა, ეს ერთი. ახლა - 30%-ში, ანუ ერთ მესამედში. მეორე, მთავარი, მათთვის გამანადგურებელი არგუმენტი, მთავარი, რაც მაქვს: ყველა ამ მუნიციპალიტეტში მეორე ტური დაინიშნა იმის გამო, რომ ღალატი დაგვიჯდა 7%-8%. ეს დაბნეულობა, მაინც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ იყო გახარიას შემთხვევაში. ბევრი, ასე ვთქვათ, პირდაპირ უნდა ითქვას, ჩვენი ამომრჩეველი, ბევრს ეგონა, რომ ეს იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის „პროექტი 2“.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ არ ყოფილიყო „ღალატის ისტორია“, „ქართულ ოცნებას“ შეიძლება პირველივე ტურში ყველა ოლქში მოეგო არჩევნები.

ღარიბაშვილი გახარიას და სააკაშვილის ფაქტორების გათვალისწინებით მმართველი გუნდის მიერ ხმათა 47%-ის მიღებას სეროზულ მიღწევად აფასებს:

"აღმოჩნდა, რომ ჩვენ არათუ 43%, არამედ 47% ავიღეთ, ანუ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ ღალატი დაგვიჯდა დაახლოებით 7-8%, ვგულისხმობ გახარიას პარტიას. ამას გარდა, მოგეხსენებათ, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის შემოსვლა ასევე ჩვენი დაკვირვებით და ანალიზით, დაეხმარა „ნაციონალურ მოძრაობას“, რამდენიმე პროცენტი მიუმატა, 7-8% მათაც დაემატათ და ამ ყველაფრის ფონზე 47%-ის აღება და 44 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება არის სერიოზული მიღწევა".

მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს უკავშირებს ღრაიბაშვილი თბილისის მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატის კახა კალაძის მიერ პირველ ტურში 50%-იანი ბარიერის ვერგადალახვასაც:

„მოსახლეობის უმრავლესობას ალბათ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ კახა გავიდოდა, პირველივე ტურში, გაიმარჯვებდა. მეორე ის, რომ ძალიან ბევრი ჩვენი ამომრჩევლის განწყობები, რაც მე მომდის, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ჩავსვით ციხეში, 1 ოქტომბერს, ბევრი დამშვიდდა, ასე ვთქვათ, დაწყნარდა ჩვენი ამომრჩეველი. მათ შორის, თქვეს, რომ რაღა აზრი აქვს არჩევნებზე მისვლას, ისედაც ამათ გარანტირებული აქვთ მოგება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S