Accentnews.ge
"თავისუფლება მიშას!" - რუსთავის ციხესთან აქცია დაიგეგმა

"თავისუფლება მიშას!" - რუსთავის ციხესთან აქცია დაიგეგმა

03/10/2021 19:25:34 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობა" ხვალ, 4 ოქტომბერს, 15:00 საათზე რუსთავის ციხესთან აქციის გამართვას გეგმავს სახელწოდებით "თავისუფლება მიშას!" აქციის შესახებ ინფორმაცია ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S