Accentnews.ge
"დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში გახარიას ხმებიც „ქართული ოცნების“ მხარეს წამოვა"

"დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში გახარიას ხმებიც „ქართული ოცნების“ მხარეს წამოვა"

04/10/2021 07:45:55 პოლიტიკა

"დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში გახარიას ხმებიც „ქართული ოცნების“ მხარეს წამოვა", – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე ტურში ოპოზიციას წარმატების პერსპექტივა არ აქვს.

„არიან პოლიტიკური პარტიები, რომელთაც რაღაც მხარდაჭერა მიიღეს, მეორე ტურში ვერ გავიდნენ, მაგრამ მათი ელექტორატი არ იქნება განწყობილი ოპოზიციის მიმართ. შემიძლია ვთქვა, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“, მათი უდიდესი უმრავლესობა განწყობილი იქნება ზუსტად „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და არა „ნაციონალური მოძრაობის“. დარწმუნებული ვარ, გახარიას ხმებიც „ქართული ოცნების“ მხარეს წამოვა. დიდი წარმატების პერსექტივა ოპოზიციას არ აქვს. ნაცნობები მყავს, რომელთაც მხარი დაუჭირეს გახარიას დაუჭირეს, პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩემი ნაცნობების 100 პროცენტი მეორე ტურში მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“, მათ „ნაციონალური მოძრაობის“ პრინციპული მიუღებლობა აქვთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S