ENEMO-ს მისიის ხელმძღვანელი: "საარჩევნო უბნებზე პარტიული აქტივობები დააფიქსირდა, კამპანიას თან სდევდა ამომრჩევლების და კანდიდატების მიმართ დაშინება და ზეწოლა"
04/10/2021 08:01:08 პოლიტიკა
არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის (ENEMO) მისიის ხელმძღვანელის დრიტან ტაულას განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნები ეფექტურად და გამჭვირვალედ იყო მართული, თუმცა გარკვეულ საარჩევნო უბნებზე პარტიული აქტივობები დააფიქსირდა.
გარდა ამისა, მისი თქმით, საარჩევნო კამპანიას თან სდევდა ამომრჩევლებისა და კანდიდატების მიმართ ბრალდებები, დაშინება და ზეწოლა.
„2021 წლის ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარანტია. საარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა მაღალი პოლარიზაციით ქვეყანაში არსებული ზოგადი მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე. კამპანიას თან სდევდა ამომრჩევლებისა და კანდიდატების მიმართ ბრალდებები, დაშინება და ზეწოლა. არჩევნები ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩატარდა, რომლის კულმინაცია მოხდა გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისა და საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტის შემდეგ. წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციით და მთავარი პოლიტიკური მოთამაშეების ერთმანეთის მიმართ ღრმა უნდობლობით,“- აღნიშნა დრიტან ტაულამ.


