“ქალბატონ ემას შეუძლია, ნებისმიერ დროს წაიღოს მიკროფონი”
04/10/2021 08:25:10 პოლიტიკა
ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ "მთავარი არხის" მიკროფონს დააბრუნებს.
“რაც შეეხება “მთავარი არხის”, კი არა და, ემა გოგოხიას მიკროფონს, ქალბატონ ემას შეუძლია ნებისმიერ დროს ეს მიკროფონი ჩემგან წაიღოს. ან მე თუ მოვხვდები სამეგრელოში და ალბათ მოვხვდები, ვინაიდან მეორე ტურია, რა თქმა უნდა, შეძლებს ის თავისი მიკროფონის დაბურნებას იმიტომ, რომ თქვენ, ემა გოგოხიამ და თქვენმა ბელადმა, რომელიც ციხიდან გელოდებათ, განიცხადეთ პოლიტიკური კრახი,” – აცხადებს თეა წულუკიანი.
წულუკიანმა ემა გოგოხიას მიკროფონი სენაკის თეატრში 22 ივლისს წაართვა იმ დროს, როცა ჟურნალისტი მასთან მივიდა და კითხვა დაუსვა. ჟურნალისტმა პოლიცია გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს იუსტიციის მინისტრისთვის მიკროფონი არ გამოურთმევიათ.
იმავე დღეს წულუკიანი გოგოხიასთვის წართმეული მიკროფონით თეატრის სცენაზე ავიდა და შემდეგი განაცხადა:
“ტყუილად ჰყავთ გამოძახებული იქ ვიღაცები, მე ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ, როცა 3 ოქტომბერს დილით ესენი სამუდამოდ ჩაეყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი”.
მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.


