Accentnews.ge
"უცხო ქვეყანაში პირის ექსტრადირება იმ შემთხვევაში ხდება, თუ მას იმ ქვეყნის სს დანაშაული აქვს ჩადენილი, არ არის გამორიცხული სააკაშვილს უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული"

"უცხო ქვეყანაში პირის ექსტრადირება იმ შემთხვევაში ხდება, თუ მას იმ ქვეყნის სს დანაშაული აქვს ჩადენილი, არ არის გამორიცხული სააკაშვილს უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული"

04/10/2021 10:00:27 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხო ქვეყანაში პირის ექსტრადირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი მას აქვს იმ ქვეყნის შესაბამისი სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული მას უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული და უკრაინის საზღვარიც უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი.

"რაც შეეხება უკრაინაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით საკითხს, მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება ექსტრადირება, თუკი მას აქვს იმ ქვეყნის შესაბამისი სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. [...] გასაგებია, უკრაინის ხელისუფლების უფლება და მოვალეობაა, რომ მის მოქალაქეზე იზრუნოს. მაგრამ, სანამ სააკაშვილი გახდებოდა უკრაინის მოქალაქე, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და მოქალაქე და მას ის დანაშაულები, რის გამოც ბრალი აქვს წარდგენილი, აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ყველაფერი ცნობილი იყო კიდეც. ჩემი პირადი აზრია, რომ არ არის გამორიცხული მას უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული და უკრაინის საზღვარიც უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, პოლიციამ 1 ოქტომბერს თბილისში დააკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S