Accentnews.ge
"ჩვენ მოვიგეთ რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმიც"

"ჩვენ მოვიგეთ რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმიც"

04/10/2021 10:21:48 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა პარტიამ "რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმიც მოიგო".

"როგორც მოგეხსენებათ, ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებთან ერთად ჩვენ მოვიგეთ რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ე.წ. რეფერენდუმიც. ქართველი ამომრჩევლის 47%-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა მყარი ნდობა "ქართული ოცნების" მიმართ, პოლარიზაციისა და ღალატის პირობებში ესოდენ მყარი ლეგიტიმაციის მიღება ცხადყოფს ამომრჩევლის ნებას, გაგრძელდეს განვითარება, შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა. ქართველმა ხალხმა მყარი უარი უთხრა მოძალადეებსა და მოღალატეებს და ქვეყნის შეუქცევად განვითარებას დაუჭირა მხარი. 30 ოქტომბერს ეს რეფერენდუმი ბოლომდეა მისაყვანი. მას შემდეგ, რაც მეორე ტურშიც კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ, მომდევნო 3 წლის მანძილზე ჩვენ მოგვეცემა ქვეყანაზე მშვიდად ზრუნვის შესაძლებლობა, რასაც მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენებთ", – განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S