Accentnews.ge
"ენმ-ის კრიმინალი ლიდერი ციხეშია, შესანიშნავი შანსია პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებისთვის"

"ენმ-ის კრიმინალი ლიდერი ციხეშია, შესანიშნავი შანსია პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებისთვის"

04/10/2021 10:30:48 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" მოშლილია, "კრიმინალი ლიდერი" მიხეილ სააკაშვილი კი – ციხეში". კობახიძის თქმით, ეს კარგ შესაძლებლობას იძლევა 2024 წლამდე პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდეს.

"ნაციონალური მოძრაობა მოშლილია, მისი კრიმინალი ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. ეს მოცემულობა იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას 2024 წლამდე ქართული პოლიტიკური სპექტრის თვისებრივი გაჯანსაღებისათვის", - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მანამდე ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს განვითარების შესაძლებლობა არ მიეცემათ, რადგან ენმ პოლარიზაციის მთავარი წყაროა, რომელიც, უბრალოდ, სივრცეს არ ტოვებს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის".

"როგორც კი საბოლოოდ მოიშლება ეს პოლიტიკური პარტია და ამისთვის, არის საუკეთესო საფუძველი - ერთი, რომ მათ მძიმე მარცხი იგემეს ამ ე.წ. რეფერენდუმზე, რაც თვითონ გამოაცხადეს და მეორე, მათი ბელადი არის ციხეში, რასაც ელოდა ქართული საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში, უამრავი დანაშაულის ჩამდენი პათოლოგიური ადამიანი, რომელიც 18 წელი მოსვენებას არ აძლევდა ამ ქვეყანას, დღეს არის ციხეში -ამ პირობებში, რა თქმა უნდა, გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა, რომ თვისობრივად გავაჯანსაღოთ პოლიტიკური სპექტრი და, რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ. პათოლოგიური ადამიანების ადგილი, რა თქმა უნდა, ქართულ პოლიტიკაში არ არის", - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S