Pandora Papers-ის დოკუმენტებში ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა
04/10/2021 11:25:48 პოლიტიკა
გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) ოფშერული ზონებისა და დამალული ქონებების შესახებ ახალ მასალებს სახელწოდებით "Pandora Papers" აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა.
Pandora Papers-ის გაჟონილ მასალებში აღნიშნულია, რომ ვირჯინიის კუნძულებზე 1998-2016 წლებში ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა 12 კომპანია, თუმცა ფაილები ამ კომპანიების შესახებ შეზღუდულ ინფორმაციას მოიცავს.
ICIJ-ს ცნობით, ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია “Silverpot Holdings Ltd" დაფუძნების მიზანი იყო "საბროკერო ანგარიშის მეშვეობით საჯაროდ აღნუსხული კომპანიების" კონტროლი. კიდევ ერთი ეკონომიკური ობიექტი – "Brighton Corporate Ltd" კი იმისთვის შეიქმნა, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის "გარკვეული პროექტები ვალად აღებული სააქციო კაპიტალით დაფინანსებულიყო".
ფაილებში საუბარია კომპანია “Finseck-ის” შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირთან, რომელიც შეიქმნა ივანიშვილის შვილებისთვის.
ICIJ აერთიანებს 280 გამომძიებელ-ჟურნალისტს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან და ტერიტორიიდან. იგი თანამშრომლობს ისეთ გამოცემებთან როგორიცაა, BBC, Guardians და სხვა.


