„მესმის თქვენი ხმა"– სააკაშვილი საპატიმროდან კიდევ ერთ წერილს აგზანის
04/10/2021 12:04:10 პოლიტიკა
"მადლობა, ჩემო დებო და ძმებო. მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს. ვაწვებით გამარჯვებამდე!" - ეს არის მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი საპატმროდან, რომელიც მხარდამჭერებს ენმ–ის წევრმა ხატია დეკანოიძემ რუსთავში, საპატიმრო დაწესებულებასთან წაუკითხა.
დღეს მიხეილ სააკაშვილმა წერილი გამოატანა მის ადვოკატსაც.
"ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებში ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად, ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე. ახლა, როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური, აქედან რამდენიმეში წინ არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლეთ. ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია. ვამაყობ თქვენით" - ეწერა წერილში, რომელიც საზოგადოებას დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.
ამ დროისთვის რუსთავში, #12 საპატიმროსთან სააკაშვილის მხარდამერი აქცია მიმდინარეობს.


