მურმან დუმბაძე მიხეილ სააკაშვლს ბოდიშს უხდის
04/10/2021 12:51:11 პოლიტიკა
მურმან დუმბაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვლს "ქართული ოცნებაში" ყოფნის გამო ბოდიშს უხდის.
„დიდი ბოდიში 2012 წლის პირველი ოქტომბრისათვის, გულწრფელად გეუბნები მიშა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ წარმოვიდგენდი, ვინმე ტარიელ ღარიბაშვილის, შენი ნაწლავის ბინადრის შვილი თუ გახდებოდა პრემიერ–მინისტრი. 2021 წლის 30 ოქტომბერს ჩემი საყვარელი ბათუმი არჩევნებს იგებს, მიხეილ სააკაშვილის სახელით. ბათუმში უმეტესობა არის ოპოზიცია საკრებულოში და ბათუმში ფრიალებს საქართველოს დროშა. მადლობა იმისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტო, შენ ციხეში კი არა, ჩვენთან ხარ" - მიმართა დუმბაძემ სააკაშვილს რუსთავის #12 ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან სადაც ამ დროისთვის აქცია „თავისუფლება მიშას!“ მიმდინარეობს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 1 ოქტომბერს "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ის საქართველოშია და ვიდეოებიც გამოაქვეყნა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.


