Accentnews.ge
5 ქალაქი, სადაც “ქართული ოცნება” საკრებულოებში უმრავლესობას კარგავს

5 ქალაქი, სადაც “ქართული ოცნება” საკრებულოებში უმრავლესობას კარგავს

04/10/2021 13:57:28 პოლიტიკა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, “ქართული ოცნება” რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობას კარგავს. რიგ საკრებულოებში კოალიციური მმართველობის აუცილებლობა დგება, რაც ბოლო წლების ქართული რეალობისთვის სიახლეა. თუმცა, „ქართული ოცების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ საკრებულოების დაკომპლექტებას მმარველი გუნდი დამოუკიდებლად, ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე შეძლებს. რაც შეეხება პირველად შედეგებს, ამ დროისთვის არსებული მოცემულობა ასეთია:

სენაკი

  • არჩევნების პირველადი შედეგებით მანდატები შემდეგნაირად ნაწილდება:
  • “ქართულ ოცნება” – 14 წევრი
  • ენმ-ს — 13 წევრი
  • გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” – 4 წევრი

2 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.

ცნობისთვის: სენაკის საკრებულო 33 წევრისგან შედგება.

წალენჯიხა

ცესკოს პირველადი მონაცემებით, მანდატები ასე ნაწილდება:

  • “ქართული ოცნება” – 9,
  • ენმ — 8-ს,
  • “საქართველოსთვის” – 4,
  • “ლელო” – 1 მანდატს.

5 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდება. წალენჯიხის საკრებულო ჯამში 27 წევრით უნდა დაკომპლექტდეს.

რუსთავი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემები ასეთია:

  • ენმ-ს – 16 მანდატი,
  • “ქართულ ოცნება” – 15 მანდატი,
  • “საქართველოსთვის” – 3.

1 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება. რუსთავის საკრებულო ჯამში 35 წევრით კომპლექტდება.

ზუგდიდი

  • ენმ-ს – 23 წევრი,
  • “ქართულ ოცნებას” – 18,
  • “საქართველოსთვის” – 3.

ერთი მანდატის ბედი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში გადაწყდება. ზუგდიდის საკრებულო სულ 35 წევრისაგან შედგება, ამდენად, ხსენებული მონაცემებით, საკრებულოში უმრავლესობის დაკომპლექტებას ენმ დამოუკიდებლად შეძლებს.

ბათუმი

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 35- წევრიან საკრებულოს ოთხი პარტია დააკმპლექტებს:„ქართული ოცნება“, ენმ, "საქართველოსთვის“, „ლელო“. მმართველ გუნდში საკრებულოში 16 წევრი ეყოლება, ოპოზიციას კი ჯამში – 19.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S